მიმდინარე კვირაში საქართველოში ორი განსხვავებული ამინდის პირობები გვექნება.
დასავლეთ საქართველოში- ხვალიდან მზიანი და თბილი დღეები განახლდება, აღმოსავლეთში კი პირიქით ტემპერატურა ნელნელა დაიკლებს და დროდადრო იწვიმებს.
ორი ასეთი განსხვავებული სიტუაცია დასავლეთში გამოიწვევს აღმოსავლეთის ძლიერ ქარს – ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, გურიისის მთიან სოფლებში და სამეგრელოს სანაპიროზე.
ბოლო დღეებში ხშირად მეკითხებით ევროპის სიცივე გავრცელდება თუ არა ჩვენთან, გპასუხობთ არა!
მოკლედ ავხსნი რა ხდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ევროპის ტერიტორიაზე – მაღალი წნევის ინტენსიური ზონა (ანტიციკლონი) განვითარდა მთელს რუსეთში, ისინი ციმბირიდან დასავლეთისკენ განდევნიან ძალიან ცივ ჰაერს, აღწევენ დასავლეთით გაერთიანებულ სამეფომდე და სამხრეთით ლიბიამდე (სადაც ბოლო დღეებია თოვს).
ცივ ჰაერს ბუნებრივია მოყვება თოვლი, თოვლით დაფარული ნიადაგი კი დიდ ტერიტორიაზე, საშუალებას აძლევს ჰაერს თავისი სითბო კოსმოსში გამოასხივოს, რითაც აძლიერებს სიცივეს.
ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ბოლო კვირაში ევროპის ტერიტორიაზე, რომლის პირდაპირი შედეგი იყო განმეორებითი სიცივე და თოვლი ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე, რომელიც ჯერ ისევ გაგრძელდება, საქართველოში კი არსებული მეტეო სიტუაციის გამო ჯერ ყოველშემთხვევაში ვერ გავრცელდება.
გისურვებთ ბედნიერ დღეებს. _ ამბობს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.