მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს _ ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გუნდთან ერთად პირადად გახარიას მოუწოდებს გაითვალისწინოს საპარლამენტო უმცირესობის თავდებობა.
„ჩვენი საზგოგადოების და თითეული ჩვენგანის ვალდებულებაა არ დავუშვათ ზაზა სარალიძის დაპატიმრება არ დავუშვათ დაპატიმრება იმ ადამიანის რომელსაც ებრძვის სახელმწიფო რომელსაც უსამართლოდ ექცევა სახელიმწიფო მანქანა და სისტემა და ვინც და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის რომელიც დღეს ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ.
სწორედ ამიტომ ჩვენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ თავდებობაში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს რომ ის იყოს დაუყოვნებლივ განთავისუფლებული.
მოვუწოდებ შსსს მინისტრს პირადად ბატონ გახარიას გაითვალისწინონ ჩვენი თავდებობა.
უახლოეს პერიოდში ოჯახთან და ადვოკატთან ჩვენ ამას გავაორმებთ დოკუმენტური წესით როგორც ეს საჭიროა და მოვუწოდებ ხელისუფლებას მინისტრ გახარიას და ხელისუფლებას გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა და დაუყონებლიც გაანთავისუფლოს ზაზა სარალიძე.
მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი ძალიან ღრმ აპატივისცემა პოლიციის და თითოეული რიგითი პოლიციელის მიმართ და ვთქვა რომ ზაზა სარალიძის განთავისუფლება დარწმუნებული ვარ იქნება მორალური შვება მათ სშრის იმ პოლიციელის და მისი ოჯახისთვისაც ვისი შეურაცხოყოფის საბაბითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს დააპატიმროს ზაზა სარალიძე და ამ გზით მოიშოროს თავიდან ის ძლაიან უსამართლობა და ის ძლაიან დიდი ტკივლი რომელიც საზოგადოებაში დატოვა დათო სარალიძის მკვლელობის გამოუძებლობამ და მკვლელების ხელის დაფარებამ.“, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ.