“ევროპული საქართველო” თბილისის სპორტის სასახლეში დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.
პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რაიონიდან ჩამოვლენ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები და ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.
“ევროპულ საქართველოს” და მის კანდიდატს დავით ბაქრაძეს მხარდაჭერას უცხადებს ცნობილი ლიტველი დისიდენტი და ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი.
ლანდსბერგისი შეკრებილებს ვიდეოს საშუალებით მიმართავს.