ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამცხე- ჯავახეთში მხარდამჭერებს ხვდება.
ახალციხის და ბორჯომის მოსახლეობა უმუშევრობის და მძიმე სოციალურ ფონს უჩივის.
პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა ლეგალურ დასაქმებაზე და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.