“ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ჰყავთ და ისინი მხარს გაერთიანებული ოპოზიციიდან ირაკლი ღლონტის კანდიდატურს დაუჭერს მხარს.
საარჩევნო სია კი ასე გამოიყურება: მიხეილ გოგოტიშვილი, ჯაბა ღლონტი, მაია ქოჩიშვილი, ზვიად ძეკალავა, ლადო ქვილორია, თეონა მურუსიძე, ედიშერ ჩავლეიშვილი, გიორგი ხაბალაშვილი, ლაშა ცერცვაძე, ნუგზარ ცეცხლაძე.
მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ამ ათეულიდან უმეტესობა სხვადასხვა საარჩევნო უბნებში იბრძოლებენ.
“მაგალითად, თუ შრომის დეპუტატობის კანდიდატი მოაგროვებს ხმების დიდ პროცენტს, ის პარტიულ სიაში მეორე ადგილზე გადანაიცვალებს. ასეთი პრინციპით გვექნება თვითმმართველობის არჩევნებზე.“ – გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.
[sexy_author_bio]