“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა გოგა ბოკერიამ და ელენე ხოშტარიამ, დღეს, პარტიის 4 ახალი წევრი წარადგინეს.
პარტიის სპიკერი და სოციალური მედიის ხელმძღვანელი ირაკლი კიკნაველიძე იქნება; ახალგაზრდების პრობლემებზე იმუშავებს თამარ კაკაბაძე;
სამართლებრივ მიმართულებას ლადო ლომსაძე, ხოლო საგარეო პოლიტიკას სოფო სამუშია უხელმძღვანელებს.