„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერმინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა.
22 მარტს პირველი ინტერპელაციის დროს, პარლამენტში სწორედ მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მაშინ ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. განხილვის მთავარი საკითხი ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე იყო.
პრემიერმინისტრი პარლამენტის წინაშე, მაისის თვის ბოლო პარასკევს წარსდგება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.