უკრაინის წინააღმდეგ უკანონო და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის გამო, ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები 2025 წლის 31 ივლისამდე გაუგრძელა.
ეს არის ეკონომიკური ზომები, რომელიც ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ პირველად 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შემოიღო, ხოლო 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გააფართოვა.
ეს ზომები ითვალისწინებს შეზღუდვებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ნავთობისა და სხვადასხვა ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთის რამდენიმე ბანკისთვის SWIFT-ის ჩამორთმევას.
“ეს ზომები ხელს შეუშლის რუსეთს ომის დაფინანსებაში. რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზარალისთვის, რასაც ის უკრაინას აყენებს”, _ თქვა ევროსაბჭოს წარმომადგენელმა კაია კალასმა.