ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს, – ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაუდებელი დებატები გაიმართება თემაზე „საქართველოში არსებული ვითარება და შემდგომი რეზოლუცია 2585 (2025 წ.) „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული რწმუნებათა სიგელების გამოწვევა არსებით საფუძვლებზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესია, გაიმართება სტრასბურგში, 7-დან 11 აპრილამდე.