https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, ლისის ტბის საქმე წავიდეს

5:08; 10.08.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებების აღდგენას, გამოძიების პროცესის დროულად დასრულებას და მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს. საქმე თბილისში, 2004 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოსყიდულ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებულ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს ეხება, რომელიც 2006 წელს, სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შედეგად, ბიზნესმენმა ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეს 2012 წლიდან  საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. თუმცა, ამ დრომდე არც ძიება დასრულებულა და  არც რამაზ ახვლედიანია დაზარალებულად ცნობილი. 2015 წლიდან  კი, გამოძიების პარალელურად, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

რას ითხოვს ბიზნესმენი სახელმწიფოსგან, ვის ინტერესებზე საუბრობს საკუთარი ქონების იძულებით დათმობის საქმეში და რა გარიგებაზე შეიძლება წავიდეს ის სახელმწიფოსთან, _ ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ რამაზ ახვლედიანს ესაუბრა:

_ბატონო რამაზ, ბოლო ინფორმაციით რომ დავიწყოთ, ცოტა ხნის წინ  შეხვედრა გქონდათ მთავარი პროკურატურის გამომძიებელთან, რომელიც თქვენს საქმეს იძიებს. რა ინფორმაცია მოგაწოდეს, რა ეტაპზეა გამოძიება?

_პროკურატურასთან ბოლოს შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გვქონდა მე და ჩემს ადვოკატს, არჩილ კაიკაციშვილს. ვისაუბრეთ ჩემის საქმის შესახებ, მაგრამ არაფერში წინ წასვლა არ ჩანს. ჩემს შეკითხვაზე თუ რატომ არ იბარებენ იმ მხარეს, რომელმაც უშუალო ზეწოლა განახორციელა ჩემზე  მითხრეს, რომ საქმეს ჯერ კიდევ სწავლობენ  და გარემოებებიდან გამომდინარე შემდგომში აპირებენ მათ დაკითხვას. ამასობაში კი წლები გადის. ჯერ კიდევ  2012-ში მივმართე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მოგვიანებით საქმე შეწყვიტეს, თუმცა, 2015 წელს ისევ განაახლეს და ახლა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს. თუმცა, გამოძიების ასეთი ნელი ტემპი ნამდვილად არ მაკმაყოფილებს. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, გაირკვეს, ვარ თუ არა დაზარალებული.

_საქმის მოწმეების ნაწილი ხომ უკვე დაკითხული ჰყავს პროკურატურას?

_დიახ,  ქონების დათმობის მიზნით ჩემზე ზეწოლა, რომ ხორციელდებოდა ჩემი ახლობლებისა და მეგობრების გარდა იცოდა ყველამ,  ვიმეორებ, ჩვენს ოფისში ფინანსურ პოლიციის მხრიდან   ქონების დათმობის მიზნით ჩემზე ზეწოლა რომ  ხორციელდებოდა  იცოდა ყველამ დამლაგებლიდან დაწყებული  მამუკა ხაზარაძით დამთავრებული. ყველა საქმის კურსში იყო, რომ  მე ფინანსურ პოლიციაში მთხოვდნენ ქონების დათმობას. ზეწოლის ფორმები იყო მრავალგვარი, ამასთან ერთად დიდი უყო  შიში იმისა, რომ ფინანსური პოლიციის შენობიდან   გარეთ გამოსულს,  შანტაჟის მიზნით არ მოეწყოთ რაიმე სახის პროვოკაცია, ამიტომ ჩემი მეგობრები მუდამ მეთვალყურეობდნენ ჩემს მანქანას, რომ თუ ვინმე უცხო მიუახლოვდებოდა  დაეფიქსირებინათ ფაქტი. სწორედ  ასეთი მეთვალყურეობის დროს 2006წ 4 ნოემბერს, შაბათ დღეს,  გვიან ღამით, ერთი თავად შეესწრო ფაქტს, როგორ გამომიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობიდან მათივე სამსახურეობრივი მანქანით, წამიყვანეს ვაკეში ციური ბრიძის ბიუროში და საიდანაც დამაბრუნეს ისევ ფინანსურში. ასევე დაკითხულია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის  სს“ ლისის ტბა“ -ს დირექტორი რუსუდან ფანცულაია, ასევე დაკითხულია ნოტარიუსი ციური ბერიძე, რომელმაც ნოტარიულად დაამოწმა  ჩემს  მიერ ფინანსურ პოლიციაში დაწერილი განცხადება- ქონების დათმობის შესახებ, მაგრამ ეს არა არის საკმარისი. პირველ რიგში ვითხოვ ფინანსური პოლოციის იმ თანამშრომლების დაკითხვას რომლებიც უშუალო ზეწოლას ახორციელებდნენ ჩემზე. ამასთან, ვითხოვ ჩვენს ოფისში მომუშავე იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებთანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ -ერთი მთავარი ფიგურაა, ჩემი ყოფილი ბიზნესპარტნიორი, ბატონი მამუკა ხაზარაძეა.

_იცით რა შინაარსის ჩვენებები აქვთ მიცემული დაკითხულ პირებს?

_ პროკურატურამ მათი მონათხრობის შინაარსი არ გამიმხილა. არც მე და არც ჩემს ადვოკატებს არ გვეუბნებიან რას ამბობენ დაკითხული მოწმეები. გარდა ამისა, ბერიძის დაკითხვიდან რამდენიმე თვეა გასული და ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მის გარდა სხვა ვინმე. მე  არც არავის დაჭერას და არც ვინმეს დასჯას  ვითხოვ, უბრალოდ ვითხოვ, რომ  მათ აღიარონ სიმართლე და დაადასტურონ რომ მე,  2006 წლის 4 ნოემბერს, შაბათ დღეს,  არც  ფინანსური პოლიციის შენობა და არც ბერიძის სანოტარო „კანტორა“  შტურმით არ ამიღია სახელმწიფოსთვის ქონების უკან დაბრუნების მიზნით.  აუცილებლად  უნდა დაკითხნონ  ჩემი ყოფილი პარტნიორი ბატონი მამუკა ხაზარაძე,   სს“ ლისის ტბა’ -ს დირექტორი რუსუდან ფანცულაია, GRDC – ის ყოფილი დირექტორი  ირაკლი კილაურიძე, ფინანსური მენეჯერები და სხვა პირები რომ მათ დაადასტურონ ის, რაც იციან. ელემენტარული მაინც უნდა დააფიქსირონ, ვიყავით თუ არა ჩვენ პარტნიორები, რატომ გამოსცა პრეზიდენტმა  განკარგულება, გვქონდა თუ არა თანხები ლისის ტბის განვითარებისთვის, როგორ ვაპირებდით ბიზნესის გაფართოებას და ა.შ. აქედან  გამომდინარე მერე პროკურორმა თვითონ უნდა დაადგინოს, მაშინ რა მაიძულებდა მე, რომ დამენგრია  აწყობილი ბიზნესი, რომლის დამფინანსებლები იქნებოდნენ  I F C , (საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია – მსოფლიო  ბანკის  ჯგუფი)   E B R D (ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების  ბანკი)  T.B.C.  ბანკი,  G R D C (საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია)  და  სხვები.   ასევე ჩვენი სააქციო საზოგადოების წევრები  დაინტერესებულები იყვნენ ლისის ტბის განვითარებით და გარკვეული ინვესტიციების ჩადებასაც  გეგმავდნენ, რატომ მივატოვე ასე მოულოდნელად და დავთმე ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ?! თუ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით, მაშინ რატომ გვყავდა უცხოელი თანამშრომლები? მაგალითად რუსუდან ფანცულაიას შემდეგ დირექტორი ბატონი ფილიპსონი? ლისის ტბის ეკოლოგიის და პროექტირების კუთხით რატომ ჩამოგვყავდა თანამშრომლები საზღვარგარეთიდან? თითქმის ბოლომდე  მიყვანილი საქმე და  ლისი ტბის განვითარებისთვის დახარჯული რამდენიმე მილიონი    აქედან გამომდინარე რატომ უნდა მომდომებოდა, რომ ყველასგან ფარულად, ისე, რომ ჩემი პარტნიორებისთვისაც არ შემეტყობინებინა, მათთვის არ შემეთავაზებინა ჩემი აქციები და  ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დამეთმო?!  ამას ხომ კანონმდებლობაც ითვალიწინებდა?  პროკურატურას ვთხოვე, ამოეღოთ სატელეფონო ანძების ამონაწერები, ამით ადვილად დადასტურდება თუ  სად ვიყავი 2006 წლის 4 ნოემბერს და რა ტერიტორიაზე გადავადგილდებოდი;  შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურა სამწუხაროდ, ძალიან ნელა მუშაობს.

_ერთია პროკურატურის გამოძიება და მეორე, დავები, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. თქვენ იქაც ითხოვდით თქვენი პარტნიორების, მათ შორის მამუკა ხაზარაძის დაკითხვას. თუმცა არცერთი თქვენი მოთხოვნა სასამართლოს ამ შემთხვევაში არ დაუკმაყოფილებია. რა იყო ამის მიზეზი, მამუკა ხაზარაძის ფიგურა, თუ სხვა რამ?

_კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ… როცა ამერიკის პრეზიდენტს და სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებსა თუ ბიზნესმენს  იბარებენ პროკურატურაში ან სასამართლოში, ის მიდის საგამოძიებო უწყებაში, არა მგონია,  ბატონი ხაზარაძე, ვერ  დაიბარონ და ვერ  დაუსვან შეკითხვები რაც მათ აინტერესებთ. უბრალოდ  ნება არ არსებობს.

_სასამართლო პროცესებს როგორ შეაფასებთ? რამდენად ობიექტურად იმსჯელეს მოსამართლეებმა?

_შეფასებამდე გეტყვით, რომ კიდევ ერთი სასამართლო პროცესისთვის ვემზადებით. სააქციო საზოგადოების კანონი და წესდება განსაზღვრავს, რომ წელიწადში ერთხელ, როგორც მსხვილ აქციონერს წარმომიდგინონ ფინანსურ ბრუნვასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტი, რაც წლების განმავლობაში, მოთხოვნის მიუხედავად არ მიმიღია. მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც პროკურატურაში ვერ თუ არ იბარებენ, მოვითხოვე, რომ ჩემთვის 2005 წლიდან, სააქციო საზოგადოების დაარსებიდან დღემდე, გამოეგზავნა საბანკო ბრუნვები და ბალანსები, სადაც ნათლად გამოჩნდებოდა ჩვენი ხარჯებიც და შესაძლებლობებიც და რაც სასამართლო პროცესზე გამოაჩენდა რომ იმ პერიოდში ჩვენ ნამდვილად ვაკეთებდით საქმეს; დაადასტურებდა ჩემს სიმართლეს და წაადგებოდა სამართლიანობის აღდგენის საქმეს; რაზეც  ხაზარაძე და სააქციო საზოგადოება ჯერჯერობით დუმან. უკვე ორჯერ მოვთხოვეთ ეს დოკუმენტები. პირველი წერილი რამდენიმე თვის წინ გავუგზავნეთ, პასუხი რომ ვერ მივიღეთ მეორე წერილი გავუგზავნეთ და ისევ არ გამოგვხმაურებია. ახლა უკვე  კანონის  მიხედვით  ვეცდებით ამ დოკუმენტაციის მიიღებას.

რაც შეეხება სხვა სასამართლო პროცესებს, გაოცებული ვარ. მოსამართლეები არც საქმიდან გამომდინარე მსჯელობენ და არც აინტერესებთ ადამიანების ბედი. თითოეული საკითხი და დღე ჩემთვის გადამწყვეტი იყო. რამდენიმეწლიანი სიარულის შემდეგ, სადაც პრეზიდენტის იმ განკარგულების გაუქმებას ვითხოვდი, რითაც მე ქონება ჩამომერთვა, სასამართლოდან უარყოფითი პასუხი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ძალიან კარგად იცოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც მომზადებულა ეს ბრძანებულება და ქალაქის მერიამ გადაუგზავნა. გარდა ამისა, განცხადებაში, რომელიც მე ფინანსურ პოლიციაში დამაწერინეს მეწერა, რომ  ვითხოვდი ქონების უკან დაბრუნებას და შესაბამის კომპენსაციას. არც ქონება გადაუბარებიათ და არც კომპენსაცია მოუციათ. სად არის მიღება – ჩაბარების ნოტარიულად დამოწმებული აქტები? სად არის  კომპენსაცია? ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევაა ამ საქმეში. მაგალითად ის, რომ მაშინ მაიძულეს, განცხადება მთავრობის და მაშინდელი თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელზე დამეწერა. ვიკითხე კიდეც, მერის სახელზე რატომ მაწერინებთ-მეთქი, მაგრამ რაც მითხრეს, ის დავწერე. იბადება კითხვა: რა ვალდებულება ვერ შევასრულე ან და ვის წინაშე და რატომ ვამბობდი ამხელა ქონებაზე უარს? ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, დღევანდელი სასამართლო „აპრავევებს“ 2004-2012 წლებში ჩადენილი სისტემური დანაშაულებების შედეგებს. დოკუმენტაციები, საიდანაც მტკიცდებოდა, რომ მე იძულებით მომაწერინეს ხელი დათმობაზე, რომ სახელმწიფოს წინაშე ყველა ვალდებულება შესრულებული მქონდა და ასე შემდეგ, ყველაფერი ჰქონდა მოსამართლე  დიანა ფარქოსაძეს.  სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხრიდან 2004- 2012წწ სისტემურ დანაშაულობების არსებობის შესახებ იმ ფრაზამაც კი გაიჟღერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი დამნაშავე მაინც გვაჩვენეთ დასჯილი იმ ხალხიდან, ვინც ხალხს ქონებებს ართმევდაო. რადგან დასჯილი არავინაა, მაშინ 2004-დან 2012-მდე სისტემური დანაშაულები არ იყოო, რომ ეს ყველაფერი იყო მითები და არა რეალობა… ამჟამად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები. სხდომა 10 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

_თქვენ წეღან ისაუბრეთ, რომ დოკუმენტაცია, რომელიც კანონის შესაბამისად  ს.ს „ლისის ტბა“-მ უნდა გადმოგცეს ვერ იღებთ. საერთოდ მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაციაზე რას იტყვით? დაინტერესდა ის, რატომ დაწერეთ ეს განცხადება და რატომ ჩააგდეთ საფრთხეში საერთო ბიზნესი?

_არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. არადა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ლისის ტბა ჩემი გადარჩენილია, რომ ლისის ტბის  მიმდებარე ტერიტორიის გადარჩენისა და განვითარების პროექტი ჩემი შექმნილია. მამუკა ხაზარაძე და სხვა ჩემს ყოფილ პარტნიორები საერთოდ არ არის დაინტერესებული ჩემთან შეხვედრით. არცკი უკითხავთ, რატომ დავწერე ეს განცხადება 2006 წელს. მანამდე, როდესაც ჩემზე ფინანსურ პოლიციაში დაიწყო საქმისწარმოება, შევხვდი მამუკას და ვუთხარი რომ საქმე ძალიან რთულად არის, თუ ერთობლივი ბიზნესი გვაქვს ერთად მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ-თქო. უცხოელი ადვოკატის აყვანაზეც კი ვფიქრობდი. მაშინ მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი ჰქონდა და მივხვდი, რომ საქმე ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო. ამ შეხვედრაზე  მითხრეს, „კონსტიტუცია დაგიცავსო“. სულ ეს იყო ჩვენი საუბარი, ამის შემდეგ ზეწოლაც გაძლიერდა და განცხადებაც დამაწერინეს იძულებით.

_გარდა იმისა, რომ თქვენ პრეზიდენტის 2006 წელს გამოცემული განკარგულების გაუქმებს ითხოვთ, გაქვთ კიდევ ერთი სასამართლო დავა, რომელიც ლისის ტბაზე წყალსარგებლობის ლიცენზიის საკითხს ეხება. ლისის ტბა, თავისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე წყალსარგებლობის გარეშე წარმოუდგენელია. უფრო დეტალურად რომ  გვითხრათ რა დავაა და რას ეხება?

_ეს ეხება შ.პ.ს, „ტურისტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს ლისის ტბას“. რომელიც 100% წილით ჩემი დაფუძნებული იყო და  ფლობდა წყალსარგებლობის ლიცენზიას ლისის ტბაზე. სააქციო საზოგადოება „ლისის ტბა“- ს შექმნის პროცესში,  ხაზარაძემ  დააყენა საკითხი,  რომ რადგან  ჩვენ, როგორც პარტნიორები  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პროექტზე ვიწყებდით ერთობლივ საქმიანობას, ლისის ტბის  წყალსარგებლობაზე  გაცემული  ლიცენზიის პირობებით  ერთობლივად გვესარგებლა.  რაზეც შევთანხმდით.  თუმცა, წინასწარ განზრახულობათა ოქმში, ერთ-ერთ პუნქტად  მაინც ჩაიწერა რომ თუ რაიმე მიზეზების გამო ჩვენი  პარტნიორობა ვერ შედგებოდა მაშინ  ხაზარაძის დასახელებული კომპანია გადიოდა შ.პ.ს-დან და უკან აბრუნებდა წილს, რომელიც მე მას გადავეცი.  2012წ არჩევნების შემდგომ დავიწყე ბრძოლა სამართლიანობის აღდგენის კუთხითა და შემდგომში კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით,  შევიტანე პროკურატურაში სარჩელი და დავიწყე  დოკუმენტების შეგროვება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ერთ -ერთი იყო  წილის აღდგენა ჩემს საკუთარ კომპანიაში და რადგან მქონდა იმედი ბატონი ხაზარაძის  თანადგომისა ამ საკითხში, ვთხოვე მამუკა ხაზარაძეს რომ დაებრუნებინათ ჩემთვის შესაბამისი წილი მაგრამ მიუხედავად განზრახულობათა ოქმში  ჩანაწერისა, მომივიდა პასუხი, რომ ხანდაზმულობის ვდის გასვლის გამო, ლისის ტბის წილს არ უნდა დამიბრუნდნენ. თუმცა, განზრახულობათა ოქმში არანაირ ვადებზე საუბარი არ არის. ამ საკითხზე სასამართლოში სარჩელი  2015 წლის 13 თებერვალს შევიტანეთ. იმის შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, სამი მოსამართლე შეიცვალა და ერთი მოსამზადებელი სხდომაც არ დანიშნულა.

_ბატონო რამაზ, გასაგებია, რომ სამართლიანობის აღდგენას ითხოვთ. მაგრამ რა შეთანხმებაზე შეიძლება წახვიდეთ სახელმწიფოსთან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაზარალებულად გცნობენ?

_რომელიც 2006 წლის  4 ნოემბერს  დამაწერინეს განცხადება ფინანსურ პოლიციაში ქონებაზე უარის თქმის შესახებ, სხვა პირრობებთან ერთად მაქვს ჩაწერილი, „გთხოვთ დაიბრუნოთ ჩემს მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოსყიდული შენობა-ნაგებობები და  მომცეთ კომპენსაცია“. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ განცხადების შემდეგ, უნდა შექმნილიყო კომისია, აღწერილიყო  ქონება, მოეცათ ჩემთვის შესაბამის კომპენსაცია  და უკან აეყვანა ბალანსზე ეკონომიკის სამინისტროს. კანონით და წესით ასე უნდა მომხდარიყო, თუმცა არც კომისია შექმნილა და არც მიღება-ჩაბარების აქტი შეუდგენია ვინმეს და არც კომპენსაცია მოუციათ. 2006 წლის 4 ნოემბერს განცხადება დამაწერინეს, 4 დღეში, 8 ნოემბერს კი პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და ქონება ჩამომართვა. ამ ოთხ დღეში ყველა პროცედურა გავლილი უნდა ყოფილიყო. მათ შორის რომ ჩემთვის კომპენსაციაც უნდა გადაეხადათ. რადგან ჩემი პირობა იყო მოთხოვნიანი. არად, აუქციონში გამარჯვების შემდგომ ჩემსა და ეკონომიკის სამინისტროს დადებულ ხელშეკრულებაში თეთრით შავზე წერია, რომ თანხის სრულად გადახდისა და შესაბამისი შედარების აქტის გაფორმების შემდგომ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება გადმოდიოდა ჩემს, ანუ გამარჯვებული პირის საკუთრებაში.

_გამოდის, რომ ეკონომიკის სამინისტროს არცკი გადაუბარებია ქონება ისე გადაუფორმეს თქვენს პარტნიორს?

_დიახ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს ის ქონება რომელიც სახელმწიფოს ჩემგან არ გადაუბარებია და მე არ მიმიღია შესაბამისი კომპენსაცია, ანუ ჩემს მიერ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოსყიდული  ქონება, რაღაც მექანიზმებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გადაეცა  საკუთრებაში  „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ს  , რომელიც  წარმოადგენს ჩემი მაშინდელი პარტნიორის  ბატონი მამუკა ხაზარაძის და არა მარტო მისი   საკუთრებას.  მაქვს  ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც პაუხს  ჯერჯერობით  ვერ ვიღებ.

_რამდენი შეიძლება იყოს საკომპენსაციო თანხა?

_ძალიან ძნელია ახლა ამაზე საუბარი, როდესაც დაზარალებულად მცნობენ, საერთაშორისო აუდიტებს ავიყვან. შეისწავლიან საკითხს და რასაც ისინი იტყვიან, იმ თანხას წარვუდგენ ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფოს.

_იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ დონეზე, სასამართლოებმა თქვენს წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილებები, რა გეგმა გაქვთ?

_ძალიან არ მინდა  გაიჟღეროს და გავრცელდეს ფრაზა ახვლედიანი საქართველოს წინააღმდეგ.  მაგრამ სხვა გზა თუ არ დამიტოვეს, საქმეს სტრასბურგში გავგზავნი.  ვიმეორებ, ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება.

 

ამავე თემაზე:

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

ლისის ტბის ყოფილი მეპატრონე ბიზნეს-პარტნიორის დაკითხავს ითხოვს

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

ლისის ტბის საქმეზე პროკურატურამ მნიშვნელოვანი მოწმე დაკითხა

რა ახალი მტკიცებულებები დაურთო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეს

რა ახალი მტკიცებულებები დაურთო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეს

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

აიძულეს თუ არა სალუქვაძეს თანამდებობის დატოვება _ "მაინც არ მასვენებთ"

პრემიერმა გუბერნატორების გადადგომაზე პირველი კომენტარი გააკეთა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო