23 წლის და მომიკლეს!
დიახ, მომიკლეს და ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა.
საშინელი ერი ვართ.. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩემი დის ფოტოებს აფრიალებთ და თან ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ.
ბოლოს სიკვდილამდე ზუსტად 5 წუთით ადრე ველაპარკე ჩემს დას.
თამარმა მომწერა, რომ ტაქსის მძღოლი უცნაურად ელაპარაკებოდა, ამიტომ ვთხოვე ლოკაციის გაზიარება, რომ მენახა ზუსტად რა ადგილას იყო.
ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!
სახლთან როგორცკი მივიდა და დაინახა, რომ თამარის მეგობრები მანქანით იდგნენ, აღარ გაუჩერა მანქანა და მთელი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა.
ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი!
აბა გაბედეთ და ვინმემ თქვით, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.
ჩემი და მოკლეს და არც იფიქროთ არანაირ დანდობა.
ყველას გაეცემა პასუხი..
მკვდარსაც და ცოცხლებსაც ვინც ამ უნამუსოს დარჩა… _ წერს სოციალურ ქსელში 2 იანვარს, თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული გოგოს და მარიამ გერმანიშვილი Mariam Germanishvili, პოსტს სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” აზიარებს.


































































