კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
„დილას 306 შემთხვევაა დადასტურებული და ამ ეტაპზე შემატებული ახალი პაციენტების რაოდენობა არ გვაქვს. ტესტირება ჩავატარეთ 12 პაციენტზე, ამ პაციენტებიდან პასუხები ყველა უარყოფითი იყო. ჩატარებული გამოკვლევებით 2 პაციენტთან მივიღეთ განმეორებითი უარყოფითი პასუხი ტესტების და ჩავთვალოთ რომ 2 პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა კიდევ, რამდენიმეს გამოჯანმრთელების საკითხი ხვალ გადაწყდება. ცენტრში გახდა 48 გამოჯანმრთელებული, ქვეყნის მასშტაბით 71“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.