ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა.
„შემოგვემატა მხოლოდ ერთი დადასტურებული და ახლა გვყავს 639 შემთხვევა. 349 გამოჯანმრთელებული გვყავს და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს”,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 279 ადამიანი მკურნალობს.