ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 14-ით გაიზარდა.
ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით სჭარბობს ამ წუთას კოვიდცენტრებში მყოფ პაციენტების რიცხვს.
5 ახალი შემთხვევიდან 3 არის უკვე არსებულ დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, დანარჩენი 2 არის საკარანტინე სივრციდან.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 728 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 509 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.