საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ოცნების მიერ მიღებულ FARA-ს კანონს ეხმაურება _ მისი თქმით, დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ, თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია.
ქურდოვანიძის განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი უნდა გაეგზავნოს ანტიკორუფციულ ბიუროს ანუ რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად.
“საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს”, _ წერია კანონში.
ანუ დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ, თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია. ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი უნდა გაეგზავნოს რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად”, _ ამბობს იურისტი.