Developed By Web Features 2024 © All rights reserved
MedCure Inc-მა 2011 წლიდან 2017 წლამდე ამერიკის კლინიკებს ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად 51 ათასი ორგანო მიაწოდა. კომპანიასთან ასევე 11 ათასამდე ადამიანს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლებიც მზად არიან, გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორებად იქცნენ. Reuters-ის ინფორმაციით, სწორედ ამ კონტრაქტებით დაინტერესდა FBI.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პრესსპიკერმა ბეტ ენ სტილმა დაადასტურა, რომ FBI-იმ ჩხრეკა პორტლენდში მდებარე MedCure Inc-ის სათავო ოფისში ჩაატარა, რომელიც 7 ათას 600 კვ/მ-ზეა გაშენებული. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ კონტრაქტები და წლიური ანგარიშები შეისწავლა.
გამოძიების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved