თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველომ 2023 წლის 30 წლამდელთა სია წარადგინა. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ. ახალგაზრდებს შორის თიბისი კაპიტალის ვიცე პრეზიდენტი ეთერ ხინჩაგიშვილია, რომელმაც გამარჯვება ფინანსების კატეგორიაში მოიპოვა.
Forbes Georgia-მ ახალგაზრდების გაძლიერებისთვის სფეროს პროფესიონალები და ლიდერები გააერთიანა – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოარჩიეს 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები, რომლებიც
არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.
„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ის ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს,”- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
30 Under 30 – ის გამარჯვებულები 2 ივნისს გამართულ დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ. თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.
პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი
გაიცანი და გაიგე მეტი გამარჯვებულების შესახებ- https://helloblog.ge/story/Forbes-Under-30-Winners .
(R)