საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხება.
როგორც ანგარიშიში წერია, საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო.
ასევე Freedom House ანგარიშში საუბარია ოპოზიციის ბოიკოტსა და ‘”ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზეც. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო ტრაგიკული ისაა, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში მყოფი ოპოზიციური ჯგუფები თავს იძულებულად თვლიან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს არათანაბარი სათამაშო წესების გამო.
“საქართველოში ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოცხადებულმა ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ნათლად აჩვენა, ქვეყნის ბოლო დროინდელი რეფორმების მცდელობის დასასრული. საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო მაშინ, როცა დღევანდელი მმართველი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა.
კიდევ უფრო ტრაგიკული ისაა, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში მყოფი ოპოზიციური ჯგუფები თავს იძულებულად თვლიან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს არათანაბარი სათამაშო წესების გამო. გამარჯვებულებს ლეგიტიმაციას ართმევენ და მთელი ყურადღება სერიოზული დარღვევებისკენ გადადის, ეს კი ამომრჩეველს ცვლილებებისთვის დარჩენილ მცირე შესაძლებლობას ართმევს. არჩევნებს ყოველთვის არ გამოჰყავს ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმიდან, მაგრამ შანსი 0-მდე ეცემა, როცა არავინ, არაფერს ცდილობს”, _ წერია ანგარიშში.
Freedom House ანგარიში, ასევე აღნიშნულია ქვეყანაში არსებულ მედია გარემოც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის მაგალითია აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაა.
“2020 წელს პოლიტიკურმა ჩარევებმა და პოლარიზაციამ ქართულ მედია გარემოზეც იმოქმედა. მოხდა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიიდან და რადიოდან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც ქვეყანაში ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის მაგალითია”, _ აღნიშნულია დოკუმენტში.





































































