Reuters-ის ინფორმაციით, G-20-ის ლიდერები ხუთშაბათს კორონავირუსის შესახებ ვიდეო კონფერენციას გამართავენ.
G-20-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკირები ორშაბათს გამართულ ვიდეო კონფერენციაზე შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც იმ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდნენ, რაც საერთაშორისო ფონდს ელოდება და მოსალოდნელია გლობალური რეცესია.
რიგგარეშე სამიტი რთული იქნება საუდის არაბეთსა და რუსეთს, ასევე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო.
გლობალურად კორონავირუსით 378 000 ადამიანია დაინფიცირებული და 16 500 დაღუპული.