G7 დათანხმდა გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის (39 მილიარდი ფუნტი) მოსაზიდად, რათა დაეხმაროს მას რუსულ ძალებთან ბრძოლაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა რუსეთისთვის, რომ „ჩვენ უკან არ დავიხიეთ“.
ასევე იტალიაში G7-ის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და ბაიდენმა ხელი მოაწერეს 10-წლიან ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც კიევი “ისტორიულს” უწოდებს.
შეთანხმება ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო და სასწავლო დახმარებას უკრაინასთვის – მაგრამ ის არ ავალდებულებს ვაშინგტონს, გაგზავნოს ჯარები თავისი მოკავშირისთვის საბრძოლველად.