დღეს დაბა კაზრეთში უცნობი პირი თავს დაესხა საჯარო სკოლის თანამშრომელს და სამართებლით სახეზე ჭრილობა მიაყენა – ინფორმაციას “მაუწყებელი” ავრცელებს.
30 წლის ფიქრია ეპიტაშვილს თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა.
“გაა**ი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან” – უთხრა უცნობმა პირმა მას და ჭრილობა მიაყენა.
უკანასკნელ დღეებში, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს.