ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შეზღუდვებს “არ გამორიცხავენ”.
“რამდენიმე რეგიონი, მათ შორის, გურია, იმერეთი და თბილისი, “წითელი მიმართულებით მიდის” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა.
“ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გურია წითელი ზონისკენ მიდის და არ გამორიცხავს შეზღუდვებს. მაგრამ,ქ–ნ ტიკარაძეს იმის თაობაზე არაფერი უთქვამს, თუ როგორ ჩაფლავდა ვაქცინაციის პირველი ეტაპი სამივე მუნიციპალიტეტში. გამოსავალი არაა მხოლოდ შეზღუდვები, როცა ახლა მთელი მსოფლიო ვაქცინაციის დროულად ჩატარდებაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტებს.თუ ატყობ, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია გიმძიმდება, კეთილი ინებე და ვაქცინაციის სწრაფი ტემპი უზრუნველყავი, გააფართოვე ბენეფიციარების კატეგორია და უზრუნველყავი ვაქცინაციისთვის უსაფრთხო გარემო. აი ეს არის გამოსავალი და არა ლოკდაუნი! პ.ს არცერთი რეგიონის მაღალჩინოსანი მაგალითი არ მიუცია მოსახლეობისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი. პირიქით კი მოხდა, ერთერთი ქართველ ოცნებასთან აფილირებულმა FBპლათფორმამ გამოაქვეყნა პოსტი სადაც მადლობას ეუბნებოდნენ იმ მედპერსონალს ვინც ვაქცინაციაზე უარი თქვა.მერე ეტყობა ვიღაც გონიერი აღმოჩნდა და სასწრაფოდ აიღეს“ – წერს ფეისბუქზე კახა ასკურავა.