სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში.
პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
– საზოგადოებას მიაწოდოს ჯეროვანი ინფორმაცია 2024 წლის აპრილ-მაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით.
– საზოგადოებას აცნობოს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გამოკითხვა, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა, და მისი მოადგილის”,_ ნათქვამია განცხადებაში.