ჩოხატაურში მომხდარი სტიქიიდან ერთი თვე გავიდა. ერთი თვეა, რაც ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, მათ შორის ცენტრალურ ქუჩაზეც. მოთხრილი ხეების ადგილას დარჩენილი ძირები კი ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტს უქმნის.
გაასუფთავებენ თუ არა ხის ძირებისგან აღნიშნულ ტერიტორიას, როდის და რა ღონისძიებები გატარდება მოთხრილი ხეების ადგილზე დარჩენილი ძირების მოსაწესრიგებლად – ამ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ მერის მეორე მოადგილეს, მინდია ჟღერიას ესაუბრა.
_ რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ამ ადგილების მოსაწესრიგებლად? გაჩენილი ორმოები ამოივსება თუ ასეთ მდგომარეობაში დარჩება?
-ამოიღებენ აუცილებლად, პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია როცა ჩამოვა და დაიწყება სამუშაოები, მათთან შეთანხმებით მოხდება ჩვენი კომუნალური სამსახურის მიერ ამ ძირების ამოღება და ვაპირებთ ახალი ნერგების დარგვას,_ ამბობს ჟღერია.
ავტორი