SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa ვაზისუბნის მამულში გამართული ახალი წლის ღონისძიების წარმდგენია.
ახალი წლის შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით დაჯავშნილ ოთახებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
31 დეკემბრის საახალწლო შეთავაზება მოიცავს:
- ბუტიკ-სასტუმროში განთავსებას
- სპეციალურ საახალწლო მენიუს
- ცოცხალ მუსიკას – საქსოფონი, კლავიში, ვოკალი
- შუაღამის ფეიერვერკების შოუს
- დამატებით 1 იანვრის ღამეს საჩუქრად
ამასთან, იმოქმედებს 2 იანვრის შეთავაზებაც, რომლის ფარგლებშიც, 2 იანვარს ოთახის SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, SOLO მომხმარებლები მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას.
2 იანვრის შეთავაზება მოიცავს:
- ვაზისუბნის მამულში განთავსებას
- პერსონალურ საჩუქარს − Estate Collection-ის ცქრიალა ღვინოს
- ნოდარიკო ხუციშვილის და ჯგუფის ცოცხალ კონცერტს და DJ სეტს
- დამატებით 3 იანვრის ღამეს საჩუქრად
საახალწლო შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)































































