სოციალურ ქსელში მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაციენტი #54-ის მეგობარი მამაკაცი თბილისიდან ოზურგეთში აფარებდა თავს. “გურია ნიუსმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია.
“სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია. ასევე მინდა დავამშვიდო ყველა, რომ ყველა შეტყობინებაზე არის რეაგირება,”_ გვითხრეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის თქმით, მოხდა თიკა ჯამბურიასთან დაკავშირება.
“საუბარი იყო სოფელ ნაღობილევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ ამ დღეებში მარნეულიდან ოზურგეთში 6 ადამიანი ჩამოვიდა. ყველა მათგანი არის გადაყვანილი კარანტინში. მოვუწოდებ ყველას, რომ უფრო მეტად გააცნობიერონ, რა ვითარებაში ვართ და გაავრცელონ გადამოწმებული ინფორმაცია,“_ გვითხრა მაია ქუტიძემ.
“მართლა ვერ ვხვდები, რა გგონიათ, რომ კორონა რამე სასჯელია? რომ მირბიან და იმალებიან? რა ჰგონიათ, რომ ამ დაავადების გამო ვინმე სადმე დასჯის ამ ხალხს და საშინელებას უზამს? რას ნიშნავს ოზურგეთშია გაქცეული და იმალება პაციენტი #54-ის მეგობარი მამაკაცი? მართლა ამიხსნას ვინმემ, თორემ გავგიჟდი უკვე… ამდენი შეგნება როგორ არ უნდა გქონდეს ადამიანს? სად იზრდებიან? რა აზროვნება აქვთ ? თბილისიდან რამდენიმე საათში მცხოვრებ ხალხს? ან რად უნდა რამდენიმე საათი, თბილისში უარესი არ ხდებოდა 2 დღის წინ ? და გუშინ კიდევ ლისზე?”_ ასეთი შინაარსის ტექსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში თიკა ჯამბურიამ.
ამავე თემაზე:
თიკა ჯამბურია თავის გავრცელებულ ინფორმაციაზე დეტალებს არ ფლობს