ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გავრცელებული ინფორმაციით, გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე – ჩემპიონი გახდა!
ლანჩხუთში დღეს დასრულდა ლანჩხუთის ახალგაზრდული ფესტივალი, ჭადრაკის ტურნირი 10 წლამდე ჭაბუკთა შორის.
ტურნირში წარმატებით იასპარეზა და შინ ვერცხლის მედლით დაბრუნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ჭადრაკის სექციის სპორტსმენი გაბრიელ სალუქვაძე. 9 წლის გაბრიელმა.
7 პარტიიდან 5,5 აიღო და დამსახურებულად შეჯიბრის ვიცე – ჩემპიონი გახდა.
მწვრთნელები : ელგუჯა ურუშაძე, გიორგი გოგოლაური.































































