“ლიეტუვა მხარს უჭერს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მისწრაფებებს NATO-სკენ და ჩვენ კარგად ვიცით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადება ამის შესახებ“, _ ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, ორივე ქვეყანას შეუძლია განაცხადოს გზამკვლევის შესახებ.
,,პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მისწრაფებებს NATO-სკენ და ჩვენ კარგად ვიცით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადება ამის შესახებ. აგრეთვე, ორივე ქვეყანას შეუძლია, განაცხადოს გზამკვლევის შესახებ.
დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ქვეყანამ როგორც უკრაინამ, ასევე საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა. რასაკვირველია, არსებობს განსხვავებები ამ ორ ქვეყანას შორის, მაგრამ მსგავსებებიც არსებობს, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, საფრთხეები ორივე ქვეყნის მიმართა, ასევე, საფრთხეები და შესაძლებლობა, რაც უკავშირდება ტრანსატლანტიკურ კურსს”, _ განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.