ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში დამძიმებისა და ლეტალობის რისკი არის უფრო დაბალი, ვიდრე ეს იყო „დელტას“ შემთხვევაში, თუმცა ეს არ გამორიცხვას, რომ ასეთი შემთხვევები იქნება.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმულ პირებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, ვინც ვაქცინირებული არ არის. მნიშვნელოვანია დროული მიმართვა და ექიმის მეთვალყურეობა. ჩაღრმავებული ანალიზი მიმდინარეობს გარდაცვლილებზე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს რომელი კოჰორტიდან არის გარდაცვალების შემთხვევები, რამდენად უკავშირდება ეს „ომიკრონს“. ის, რომ „ომიკრონი“ სრულიად შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, ეს არ არის სწორი მოლოდინი. სიფრთხილე და მართვის ეფექტურობა, ამ შემთხვევაში არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ეს იყო ყველა შტამის დროს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.