თაუერის უსაფრთხოების ირგვლივ გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა გააკეთა.
როგორც ცნობილია, თაუერის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ხანძრის დროს სახლებში დარჩენა ურჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მაცხოვრებელთა ასოციაცია სერიოზული ხანძრის გაჩენის რისკის არსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
„ლონდონში ძალიან ბევრი თაუერია და შეუძლებელია გვქონდეს სიტუაცია, სადაც ხალხის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება, თუნდაც, ცუდი რჩევის მიცემის გამო, როგორც ჩანს, თაუერის სართულებზე არ არის სათანადო მომსახურება და დაცულობა“,_განაცხადა ქლაქის მერმა.
ამავე თემაზე: