დღეს, ოზურგეთში, აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქ, ქალაქში („გულისტანი“) , ბათუმში („ბარაქა“), ფოთში („პურადი“) წისქვილკომბინატები გაჩერდა.
_ აღნიშნულ წისქვილკომბინატებში, ყველგან ამოიწურა ხორბლის მარაგი და ამიტომ შეაჩერეს მუშაობა. ახლა, ძირითადად, დარჩენილია მხოლოდ „ექსტრა“ ხარისხის ფქვილი. ჩვენ, მაღაზიებში, სამი დღის მარაგი თუ გვექნება. შემოტანილი რაც გვაქვს, მალე გაიყიდება. სამწუხაროდ, რა იქნება მერე, ვერაფერს გეტყვით. ეს ინფორმაცია აღნიშნული წისქვილკომბინატებიდან გავიგეთ. დისტრიბუტორები გვატყობინებენ, როცა ფქვილი მოაქვთ,_ გვეუბნებიან ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში, სადაც ყველაზე ბევრი საწყობია და მომხმარებლები ფქვილს, ქატოს თუ მარცვლეულს ყიდულობენ.
აქვე ისიც გვითხრეს, რომ უკვე ქატო და შავი პურისფქვილი აღარ აქვთ.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად შემოგთავაზებთ სტატიას პურისფქვილთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ავტორი