გუშინ, 8 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის რამდენიმე მცხოვრები, კორონავირუსის კვლევის თუ დადასტურების მოტივით, სასწრაფოდ გადაიყვანეს კოვიდსასტუმროსა და კოვიდკლინიკაში.
_ზოგს მიაკითხეს სამსახურში, ტესტირება იქვე ჩაუტარეს და დადასტურებული შემთხვევის გამო, გადაიყვანეს. ფაქტი ასეთი იყო – ჭანიეთში, დაბადების დღეზე მივიდა კორონიანი ქალბატონი. შესაძლოა, თავადაც არ იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა. ეს მოხდა იანვრის ბოლო დღეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვირუსი ჰქონია და იქ მყოფთაგანს უკვე კოვიდ-19 აღმოაჩნდა. ერთიც გუშინდელი ფაქტი იყო, როცა პირდაპირ ქუჩაში, სამსახურის წინ აუღეს ქალბატონს ტესტი და დაუდასტურდა, _ გვეუბნება სანდო წყარო.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთს ჯანდაცვის ცენტრის მთავარ ეპიდემიოლოგს, ელზა სიმონიშვილს დაუკავშირდა:
_ასე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ყველა სოფელშია ინფიცირების შემთხვევები. თუ მოქალაქე 65 წელს ზემოთაა, კოვიდკლინიკაში გადაიყვანდნენ. დანარჩენს _ კოვიდსასტუმროში. ეპიდკვლევის შედეგების სტატისტიკას 12 საათამდე მივიღებთ და დაზუსტებულ ინფორმაციას ამ დროისთვის შემოგთავაზებთ, _ გვითხრა ქალბატონმა ელზამ.