დაშავებული ჟურნალისტები, პოლიციელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები _ ბათუმში არეულობა ამ წუთებშიც გრძელდება.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში 21 პაციენტია შეყვანილი _ ზოგი თავი, ზოგის ფეხის, ზოგიც მხარის ტრავმით.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის , ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულებიდან 11 პოლიციელია.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილია დაზარალებული, რომელსაც სახის ტრავმა აღენიშნება.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი მოიწამლა ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად.