საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიწყო. საგამოძიებო უწყებისკენ ავტოკოლონა ,,რესპურბლიკის მოედნიდან” მიემართება. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან პარლამენტის წინ შეკრებილები 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.
შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს.
გიორგი გახარიას გადადგომა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა ითხოვს. ისინი სისხლიანი ღამის გამო მოძალადეების დასჯას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასაც ითხოვენ.