ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ჩხოროწყუს მერიასთან. მერიის შენობას პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი იცავს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა ამ დრომდე უცვლელია. ისინი ითხოვენ ჩხოროწყუს მერის გადადგომას.
მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო მოსწავლეებს დაალაგებინეს.
აქცია ჩხოროწყუს მერიასთან დილას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.