https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„გადაგდებული“ მილიციის ოპერები

7:10; 28.10.2017
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია, ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ რეზო ნოდიას გადავცემ.

„ერთხელ მე და ჩემი კოლეგა, ოთარ ქორიძე, ქუთაისში მიგვავლინეს ერთ-ერთი ძებნილის სათვალთვალოდ. ოცდაოთხი საათის განმავლობაში მანქანაში ვისხედით და იქიდან „ვალივერებდით“ დურბინდით. არც თვალი მოგვიხუჭავს და ლუკმაც არ ჩაგვიდევს პირში. ერთი სიტყვით, გვშია და, იმის თავიც არ გვაქვს, მანქანიდან გადავიდეთ და საჭმელი ვიყიდოთ. უცებ გზაზე ათიოდე წლის გოგონა დავინახეთ, რომელიც ჩანთით ხელში მოდიოდა. მე სამმანეთიანი ამოვაცურე ჯიბიდან, გოგონა მოვიხმე და ვუთხარი:

– ერთი, შენს გაზრდას, გასტრონომში რომ დიდი ხაჭაპური იყიდება, წადი და ის იყიდე-მეთქი.

ბავშვმა ფული გამომართვა და წავიდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ვხედავ, ისევ მოდის. ხელში უზარმაზარი ხაჭაპური უჭირავს და ჭამს. მოგვიახლოვდა, მანეთიანი გამომიწოდა, „მადლობა ბიძიაო,“ – მითხრა და ჭამა-ჭამით განაგრძო გზა…

მშიერი კი დაგვტოვა იმ ბავშვმა, მაგრამ, ხურდაც მოგვიტანა და, რაც მთავარია, იმდენი ვიხარხარეთ მე და ოთარმა მშიერ კუჭზე, ჭამა გადაგვავიწყდა…“

კრიმინალურ ესტაფეტას ბატონი ომარ სავლაშვილი გააგრძელებს.

„წარმოშობით საგარეჯოს რაიონიდან ვარ. სანამ მშობლიურ მხარეში დავბრუნდებოდი სამუშაოდ, თბილისის მილიციის სამმართველოს „ომონში“ (მილიციის განსაკუთრებული რაზმი) ვმსახურობდი. ერთ დღეს ჩემი თანასოფლელი მიხო მესტუმრა სახლში და აღელვებულმა მითხრა:

– შენს იქით გზა არ მაქვს და უნდა დამეხმაროო.

რა ხდება-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა:

– მე და ვანუას რომ საზიარო ვენახი გვაქვს, იმის დიდ ნაწილს მედავება. წართმევა უნდა და იქნებ ჭკუა ასწავლო. მინდა, ისე სცემო,  ერთი თვე საავადმყოფოში დაწვეს და დაფიქრდეს, რომ ფინთად იქცევაო…

ვანუა მიხოს ძმა იყო. ამ სიტყვებზე გავბრაზდი და მიხოს ცემაც კი დავაპირე. მაგრამ, ერთმა აზრმა გამიელვა თავში. არ შევიმჩნიე და მივუგე:

– ვანუას ცემაში რამდენს გადაიხდი-მეთქი?

– ფასი შენ თქვიო, –  მომიგო მიხომ და ათას ხუთას მანეთზე შევთანხმდით.

– ერთ კვირაში ჩამოვალ. ფული მომეცი და ვანუას ისე დავზელ, ვერ იცნობ-მეთქი, – ვუთხარი მიხოს და გავისტუმრე.

მეორე დღეს უკვე ვანუა მესტუმრა სახლში. მანაც ანალოგიური შეკვეთა მომცა – მიხო სცემეო. მასაც ათას ხუთას მანეთზე შევუთანხმდი და გავისტუმრე.

ერთი კვირის შემდეგ სოფელში ჩავედი. ძმებს ცალ-ცალკე ფული გამოვართვი და 3 ათასი მანეთი შევინახე. მეორე დღეს კი ორივე ძმა ჩემთან დავიბარე სხვადასხვა დროს. ჯერ მიხო მოვიდა. ათი წუთის შემდეგ ვანუაც გამოჩნდა და ერთმანეთი რომ დაინახეს, გაკვირვებულები მომაშტერდნენ.

– აბა, ვიწყებ „ზაკაზის“ შესრულებას-მეთქი, – ვუთხარი ღვიძლ ძმებს და ორივე ისე დავზილე, სულ ვაი-ვუი ვაძახებინე… შემდეგ წინასწარ გაშლილ სუფრასთან დავსვი, მთელი ღამე ვაქეიფე და შევარიგე. რომ გათენდა, წინ გავირეკე მათი ფულით ნაყიდი ნაკვეთი ვუჩვენე და ვუთხარი:

– აბა, თუ არ გინდათ ჟაჟი შეგიყენოთ გვერდებში, დაამუშავეთ-მეთქი.

რას იზამდნენ, მიყვნენ და ნაკვეთის დამუშავებას შეუდგნენ, რომელიც მათ საზიარო ვენახზე სამჯერ დიდი იყო და ერთი მტკაველის გამო კი ერთმანეთს არ ინდობდნენ. შრომამ ძმები „პახმელიაზეც“ გამოიყვანა, გონებაც გაუნათა და მას მერე სიამტკბილობით შრომობდნენ ერთად. უზარმაზარი ნაკვეთიდან ჭირნახულს იღებდნენ და არც მე მაკლებდნენ პატივისცემას“.

დღევანდელ მოგონებებს ბატონი ჯუმბერ ავალიანი დაასრულებს.

„ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ ძმები გორგილაძეების მოუხელთებელი ბანდა. ოთხნი იყვნენ და მთელ მილიციას სისხლს გვიშრობდნენ. ორი წლის განმავლობაში ნახევარი საქართველო „გააუთოეს“ და ძებნის სამსახურს ქანცი გვქონდა გაწყვეტილი მათ დევნაში. კუდზე კი ვეჯექით, მაგრამ მაინც ვერ ვიხელთებდით და მაშინდელი ჩვენი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ყველას მოხსნით გვემუქრებოდა… ერთ მშვენიერ დღეს, ახმეტიდან ჩემმა კოლეგამ და დიდი ხნის მეგობარმა სოსო აღნიაშვილმა დამირეკა და მეუბნება:

– კარგი ამბავი რომ გითხრა, ციკანს დაკლაავ?

სოსო მოქეიფე, ხუმარა კაცი იყო, სიტყვაზე გამოჭერა უყვარდა და, რომ არ გავბითურებულიყავი, მივაგებე: – მე უფრო კარგ ამბავს გეტყვი და ციკანი შენ დაკალი-მეთქი.

– მართლა, მართლა, არ გატყუებ. რომ გითხრა, დაკლაავ? – ჩაუკახურა ისევ სოსომ.

რომ იტყვიან, პურმარილი დაძველებული გვქონდა, თან სოსოც მენატრებოდა და მივუგე:

– ჯანდაბას შენი თავი, მითხარი, როდის ჩამოდიხარ თბილისში, ციკანს დაგიკლავ  და კარგად შევუბეროთ-მეთქი…

– მაშ, მისმინე ეხლა, – თქვა სოსომ, – მააჯექი შენს ავტოსა და ახმეტაში გამოგაზე. შენ რო სისხლი გაგიშრეს, ი გორგილაძეები საავადმყოფოში ყრიან…

თავიდან ვიფიქრე, რომ სოსო მატყუებდა და ჩემი ჩატყუება უნდოდა საქეიფოდ. მაგრამ, შვილები რომ დაიფიცა, დავუჯერე და ჩემს სამ თანამშრომელთან ერთად ახმეტაში გავემგზავრე. საავადმყოფოში რომ მივედით, ძმები გორგილაძეები დაკბენილ-დაგლეჯილები დაგვხვდნენ პალატაში გაშოტილები. სოსომ თითი გაიშვირა მათკენ და ამიხსნა:

– ეს ვერანები მოპარული „უაზიკითა“ მთაში მიდიოდნენ, რომ დაღესტანში გადაპარულიყვნენ დასამალათა. გზაში ცხვრის ფარა შეხვედრიათ და ერთ-ერთ ვერანს უფიქრია, ბატკანსაც თან გავიყოლებთო. მანქანის კარი გაუღია, ხელი უტაცნია ცხვრისთვინა და შიგ შეუგდიათ, კარი კი გამოუხურავთ… ბრიყვები! არ იცოდნენ, რომ ფარებს ქოფაკები დაჰყვებიან. ამ სითეთრეში შეშლიათ, ცხვრის მაგივრად, მეცხვარე ნაგაზი შეუგდიათ მანქანაში და, მეცხვარეებს რომ არ ემარჯვნათ, მურა ოთხივეს წირვას გამოუყვანდა…

სოსოს კოლორიტულ ტონსა და თხრობის მანერაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ კარგა ხანს ვხარხარებდი. გორგილაძეები ორი დღის შემდეგ გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით ჩამოვიყვანე თბილისში. ის ორი დღე კი მე, სოსომ და ჩვენმა კოლეგებმა ზღაპრულად მოვილხინეთ და, ტრადიციულ სადღეგრძელოებთან ერთად, ნაგაზ მურასაც პერსონალურად ვადღეგრძელებდით, რომელმაც შრომა შეგვიმსუბუქა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024
ა კიდო

“ნემეტარი გლახათ ვარ, თუ ვინიცობა და წევიღე წერილი…”- გურული ქალის ანდერძი ქმარს

17:03; 6 დეკემბერი, 2023

„ჩვენ ჩვენებურად „ვახურებდით“

ოპერაცია „ლულუს გადარჩენა“

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილის მამა დააკავეს

11:56; 29.01.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29.01.2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

9:49; 29.01.2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

9:35; 29.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები უტყუარი ინტუიციით

9:32; 29.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ნერვიული ადამიანები

9:31; 29.01.2026
ზაფრანი

ვინ ცოცხლობს ყველაზე დიდხანს

9:29; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო