კლინიკებში ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. ამის გამო მშობლები სოციალურ ქსელში ხშირად სვამენ კითხვას, ხომ არ გადაიდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაგა-ბაღებში. ამ კითხვით Mshoblebi.ge-მ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა:
“სწავლის გადადებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან არ მიგვიღია. სასწავლო პროცესი, როგორც დაგეგმილია, 15 იანვარს განახლდება. ცვლილებების შემთხვევაში შესაბამის განცხადებას წინასწარ გავაკეთებთ. ექთანი ბავშვებს ყოველ დღე ამოწმებს და იმ შემთხვევაში, თუ მას გრიპის ან სხვა დაავადების რაიმე
სიმპტომი აღენიშნება, მშობელს სახლში ატანს. ხოლო სააღმზრდელო პროცესში გამოვლენილი ნიშნების შემთხვევაში, ურეკავს და სთხოვს, რომ შვილი ბაღიდან წაიყვანოს. ამის გამო ძალიან ბევრი უკმაყოფილო მშობელია. ზოგიერთი ამბობს, რომ ალერგია ჰქონდა მის შვილს და უნდა დაეტოვებინათ ბაღში, მშობლების მეორე კატეგორია უკმაყოფილებას გამოხატავს იმის თაობაზე, თუ რატომ მივიღეთ მსგავსი სიმპტომებით. თუმცა, გაციების ნიშნებით ბავშვები ბაღში არ დაიშვებიან.”– აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღები 100%-ით მზადაა სასწავლო პროცესის გასაახლებლდ, სწავლის დაწყებამდე კი ჩატარდება სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღინისძიება.