ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებები მიიღო, 47 მომხრე, 5 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა.
“ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.
156-ე შესწორებაში, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის [EPP] ავტორობით, დაგმობილია გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი განაჩენი და “კიდევ ერთხელ მოუწოდებს გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვისკენ“.
134-ე შესწორებაში, ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ–ვოლსკი და ასიტა კანკო (ECR Group) გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი იხსენიებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიასაშუალებების, ფორმულასა და ტვ პირველის დირექტორთა და მფლობელთა საქმეებსაც. ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი“, – აღნიშნულია შესწორების დოკუმენტში.
შესწორების ალტერნატიულ დოკუმენტში კვლავ აღნიშნულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან და ნახსენებია, როგორც ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი, ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი, ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.
ავტორი