კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის სკანდალურ განცხადებას, რომელშიც იური მეჩითოვის ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეები ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალნენ, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ ეხმაურება.
შარაშენიძე იური მეჩითოვის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
„სამწუხაროდ, ეს კაცი არ არის დალაგებული, გადახრა აქვს. მის სიტყვებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
ჩანს, რომ საკუთარი სიტყვების გულწრფელად სჯერა და სიმართლე გითხრათ, ძალიან მეცოდება.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით, შესაძლოა, შეკითხვები არსებობდეს, მაგრამ ეს კაცი საეროდ არარეალურ რაღაცებს გაიძახის. მის განცხადებაზე სხვა კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“,_ განაცხადა შარაშენიძემ.
მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა
„არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი და დაჭრილი“,_აღნიშნა მეჩითოვმა.