ოზურგეთში, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი ხდება.
როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი აცხადებს:
„მეგობრებო! ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა- 2021 წლის 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დაწყებულია მასწავლებელთა ტესტირება კოვიდინფექციასთან მიმართებაში და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ყოველ 2 კვირაში ერთხელ.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!“