საქართველოში კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, კომუნალურების გადასახდების გადავადების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას.
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ რთული ფინანსური სიტუაცია და ბევრი ფინანსური გამოწვევა გვაქვს წინ. ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურიზაცია. ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ბიზნესებმა შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები.
რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ამ მომსახურების მომწოდებლები კერძო კომპანიებია, რომლებსაც რთული ვითარება უდგათ წინ და ბევრი პრობლემა აქვთ წინ, ამ ეტაპზე არ დგას საკითხი, რომ კომუნალური გადასახადების დაიფარება ან შეიძლება არ გადაიხადონ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.