ლანჩხუთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადადის, _ ეს ინფორმაცია ფეისბუქზე ფრაქციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ გააჟღერა.
,,დღეს ჩატარებულ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე, ლანჩხუთის საკრებულოს ამავე ფარაქციის წევრები, ერთხმად შევთანხმდით, რომ ვიდრე ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი და ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი მ. სააკაშვილი, მისი მკურნალობის და სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით არ იქნება გადაყვანილი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ, გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში.
ჩვენ, როცა მ.სააკაშვილი უმძიმესი დიაგნოზებით სიკვდილს ებრძვის კლინიკა “ვივამედში” და ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულება არის სრულიად ცინიკური, ამაზრზენი და მეტიც, დანაშაულებრივი, ვერ დავიწყებთ ბიუჯეტის განხილვებში და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას საკრებულოში, ვითომც არაფერი არ ხდება და ვითომც მოქმედი ხელისუფლება, მიზანმიმართულად, ნელი წამებით არ კლავდეს, ქვეყნის იმ პრეზიდენტს, რომელსაც უკავშირდება თანამედროვე საქართველოს ყველაზე წარმატებული პერიოდი!” _ დაწერა ასკურავამ.
ავტორი