,,ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ, რათა არჩევნებში არ დაუშვან სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება.
,,ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, არ დავუშვათ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ზიანს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
მოვუწოდებ ყველა სახელისუფლებო კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.
ჩვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან ბევრი სხვაობა, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გვაერთიანებდეს, არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესი“, _ განაცახდა ბაქრაძემ.