გავრცლებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადმოდიან, სიმართლეს არ შეესაბამება,_ ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზაკალიანმა გააკეთა.
„ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაციები, თითქოს არის გამონაკლისები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი გამონაკლისი არ არსებობს, საქართველოს სახმელეთო საზღვარს კვეთენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები“, – განაცხადა ზალკალიანმა.