ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი პურსა და ფქვილზე ფასის შესაძლო გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ადგილობრივად, ქვეყნის შიგნით, არანაირ ისეთ ნაბიჯს არ გადადგამენ, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ხორბლის და შემდგომში ფქვილის და პურის გაძვირება.
მისივე განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის წევრები პურსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას არ ელოდებიან. მთავრობაში აცხადებენ, რომ არანაირი პირობა არ არსებობს იმისთვის, რომ პროდუქტები გაძვირდეს.
„არანაირი წინაპირობა იმის, რომ გაძვირდეს ქვეყნის შიგნით გამოწვეული ფაქტორების არ არსებობს. მსოფლიო ბაზარზე როგორ მოხდება ფასის დინამიკა და ის როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაში, ეს ამ ეტაპზე მე მგონი ნაადრევია ამის თქმა. თუმცა ჩვენ ადგილობრივად, ქვეყნის შიგნით, არანაირ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ხორბლის და შემდგომში ფქვილის და პურის გაძვირების,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.