გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ინფორმაციით, უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების რაოდენობამ, შესაძლოა, მალე 1.5 მილიონს გადააჭარბოს.
“ეს ყველაზე სწრაფად მოძრავი ლტოლვილთა კრიზისია, რომელიც ჩვენ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვნახეთ”,- თქვა UNHCR-ის წარმომადგენელი.
როგორც BBC წერს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინა დაახლოებით 1.3 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მათგან ნახევარზე მეტი პოლონეთმა მიიღო. უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ასევე მაღალია უნგრეთსა და რუმინეთში. თუმცა, როგორც ცნობილია, ლტოლვილების ნაწილი აღნიშნული ქვეყნებიდან შემდეგ სხვა ქვეყნებში გადადის.
მაგალითად, UNHCR-ის მონაცემებით, რუმინეთში, ომის დაწყებიდან პირველ 8 დღეში 20 000 ადამიანი გადავიდა, 140 000 წავიდა სხვა ქვეყნებში გაემგზავრა, დაახლოებით 60 000 დარჩა რუმინეთში.