გაეროს განცხადებით, ირანი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები ომს უფლებების შესაზღუდად იყენებენ. ამავდროულად, ორგანიზაცია გმობს ისრაელსა და აშშ-ში მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს.
„ჩვენ მოწმენი ვართ რეგიონში სამოქალაქო სივრცის მკვეთრი ‘სეკიურიტიზაციისა’ (უსაფრთხოების საბაბით შეზღუდვის), როდესაც მთავრობები აწესებენ მკაცრ რეგულაციებს მათზე, ვინც გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებს,“ — ნათქვამია გაეროს უფლებადამცველის, ფოლკერ თიურკის განცხადებაში.
მან ასევე დაგმო „მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, როგორიცაა ისრაელის სამხედრო ცენზურის ორგანოების მიერ დაწესებული აკრძალვები და აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) მუქარა, რომ გააუქმებს იმ მედიასაშუალებების სამაუწყებლო ლიცენზიებს, რომელთა გაშუქებაც ომის მიმართ კრიტიკულად იქნება მიჩნეული“.



































































