კორონავირუსის პანდემიას შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზი მოჰყვეს, _ ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომელმაც ვიდეოკონფერენციის ფარგლებში პანდემიის დროს ადამიანების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხარდაჭერის შესახებ ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესაებ Reuters-ი წერს.
„COVID-19-ის პანდემია ოჯახებს დამატებით მენტალურ სტრესს მატებს. პანდემიასთან გამკლავების შემდეგაც დეპრესია ადამიანებზე ისევ დიდ გავლენას მოახდენს. კრიზისის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოებმა პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოქმედება.
გაეროში აღნიშნავენ, რომ ბევრი ადამიანი საცხოვრებელი ადგილის და შემოსავლის დაკარგვის შიშით ცხოვრობს, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მკაცრ საკარანტინო ზომებსაც აქვს, რადგან ბევრი ახლობლებთან არის დაშორებული. ორგანიზაციის ანგარიშში ასეთი ადამიანებისთვის დახმარების გაწევის რეკომენდაციებია მითითებული.