გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დასკვნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა.
ლაშა დარსალიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად არსებულ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.
საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ბულგარეთის, იაპონიის, ლუქსემბურგისა და ფინეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
“მნიშვნელოვანია ის დიდი მხარდაჭერა, რაც საქართველოს ჰქონდა ამ რეზოლუციიის მიღების დროს. მხოლოდ სამი ქვეყანა იყო წინააღმდეგი, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში,” – აცხადებს დარსალია.