უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული საომარი ქმედებების შედეგად 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1707 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ცდილობენ ცნობების დაზუსტებას დაღუპულების შესახებ ინტენსიური ბრძოლების ადგილებში სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დონეცკში, სადაც მდებარეობს ქალაქი მარიუპოლი.
გაერო-მ ადრე თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები, ომის შედეგად დაზარალებული ტერიტორიებიდან ინფორმაციის მიღების სირთულის გამო